„ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ - დღეს თეთრხალათიანების აქცია იგეგმება

დღეს, 16 საათზე, საქართველოს ყველა რეგიონში თეთრხალათიანთა აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქციაზე იქნება­ შემდეგი ძირითადი გზავნილები:

  • ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
  • შეწყდეს დემონსტრანტების ჯანმრთელობის დაზიანება;
  • ვგმობთ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას.

ცნობისთვის, ასოციაციამ რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი არ ემხრობიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახნის პროცესი.

„ყოვლად მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ არის მიჩნეული ლეგიტიმურად წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების მიერ. ამასთან, ვგმობთ, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას გმობენ,“ - ნათქვამი იყო ასოციაციის მიერ 3 დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკა დარჩიაშვილი