ინტერნეტი, ანტიბიოტიკი, ყურძენი - რა გაიაფდა ნოემბერში

2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის მწვანილი, ნიორი და პომიდორი.

რაც შეეხება გაიაფებულ პროდუქტებს, ლიდერია ინტერნეტის გადასახდელი, ანტიბიოტიკები და ყურძენი.

უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ნოემბერში 10 ყველაზე გაიაფებული პროდუქტის ჩამონათვალს:

  • ინტერნეტის გადასახდელი - 40%
  • ანტიბიოტიკები - 25.8%
  • ყურძენი - 22,5%
  • შპალერი - 18%
  • სიმინდის ფქვილი - 15.6%
  • საზამთრო - 15%
  • კარტოფილი - 14%
  • ელექტროენერგიის გადასახდელი - 14%
  • დიზელის საწვავი - 11,2%
  • კომპიუტერი - 11%

ნინი ქეთელაური