სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 22.0%-იანი კლებით, რამაც შესაბამისად, -7.36 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 0.6 %-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 5.8 %-ანი მატებით, რაც 1.88 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 5.3 %-ით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 0.05 %-ით, რამაც, შესაბამისად, -1.25 და -0.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.