სტამბოლის აეროპორტი 18-24 ნოემბრის პერიოდში ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტია. ამის შესახებ Eurocontrol-ის ყოველკვირეულ ანგარიშში წერია, რომელიც მის ვებგვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სტამბოლის აეროპორტში დღეში 1 318 რეისი სრულდებოდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, 2%-ით ნაკლებია.
შემდეგი ლონდონის ჰითროუს აეროპორტია, სადაც ყოველდღიურად 1 243 რეისი სრულდებოდა. ჰითროუს მაჩვენებელმაც, წინა კვირასთან შედარებით, 4%-ით მოიკლო.
მესამე ადგილზე 1,240 ყოველდღიური რეისით ამსტერდამის აეროპორტია, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე, ასევე, 3%-ით ნაკლებია.
წინა ანგარიშთან შედარებით, რეიტინგში გარკვეული ცვლილებებია. კერძოდ, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი მე-4 ადგილიდან ჩამოქვეითდა, რისი მიზეზიც თოვლის ეპიზოდი და სისტემის დანერგვაა, ხოლო ფრანკფურტი და მადრიდი ერთი პოზიციით დაწინაურდნენ. ციურიხმა მე-10 ადგილი დათმო და მის ნაცვლად საანგარიშო პერიოდის ტოპ 10-ეული სტამბოლის საბიჰა გოქჩენმა დახურა.
ამასთან, ტოპ 10-ეულში, სამის გარდა, ყველა აეროპორტმა, 2023 წელთან შედარებით, მეტი ფრენა დააფიქსირა. ამ მხრივ პარიზის და ლონდონის აეროპორტებმა კლება, ძირითადად, ამინდის გამო განიცადეს.
ათეულის ნახევარს, კერძოდ, სტამბოლის, მადრიდის, ბარსელონას, რომისა და სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტებს ამჟამად 2019 წლის დონეზე მაღალი ტრაფიკი აქვს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ