„საბანკო სექტორში მომუშავე კოლეგებო! გაიფიცეთ“ - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საბანკო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებს.

მოწოდებას ის სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ ავრცელებს.

„საბანკო სექტორში მომუშავე კოლეგებო!!! დღეს თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ქვეყნის ბედი:

#გაიფიცეთ – ეს თქვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

#გაიფიცეთ – ამით ეხმარებით აქციებზე უკანონოდ დაკავებულებს, ნაცემებს, გაგუდულებს.

#გაიფიცეთ – გადაარჩინეთ ქვეყანა იზოლაციისგან, რომელიც გააკოტრებს და ჩამოშლის საბანკო სისტემას“, - წერს გიორგი ქადაგიძე.

ნათია ზარიძე