სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული დეტალები დღეს, 16:00 საათზე გახდება ცნობილი

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ყველა დეტალი დღეს, 16:00 საათზე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. შესაბამისად, სწორედ დღეს გახდება ცნობილი, როდიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში.

უეფას სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. აღნიშნულის შემდეგ, უეფას გადაწყვეტილებით, ბილეთები სალაროებში გაიყიდება. დღესვე, სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისია მორიგ სხდომას გამართავს. როგორც ჟურნალისტებს კომისიის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, სხდომაზე ბილეთების ბედთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდებიან.

"უეფას სუპერთასის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან, 11 აგვისტოს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.

სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს.