ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე - ვინ არიან ზელენსკის მიერ დასანქცირებულ პირებს შორის

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაასანქცირა. შესაბამის განკარგულებას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა.

კერძოდ, საუბარია, ივანიშვილისა და მისი გუნდის 18 წევრზე, რომლებიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "საქართველოს და ხალხის ინტერესებს ყიდის”.

კიევის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, სიაში არიან:

  • ბიძინა ივანიშვილი
  • კახა კალაძე
  • ირაკლი კობახიძე
  • გრიგოლ ლილუაშილი
  • მიხეილ ჩინჩალაძე
  • მამუკა მდინარაძე
  • ვახანგ გომელაური
  • ოთარ ფარცხალაძე
  • ირაკლი რუხაძე
  • ლევან მურუსიძე
  • ვიქტორ ჯაფარიძე
  • დიმიტრი სამხარაძე
  • გიორგი ხაინდრავა
  • გიორგი კობახიძე
  • ზვიად შალამბერიძე
  • შალვა თადუმაძე
  • თეა წულუკიანი
  • ირაკლი ქარსელაძე
  • კახა ბექაური

„მე ახლახან ხელი მოვაწერე ბრძანებულებას, რომლითაც სანქციების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის. ეს არის სანქციები ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ამჟამად საქართველოშია და ქვეყანას პუტინს აბარებს,” - აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტი მოუწოდებს აშშ-ს, ევროპასა და მსოფლიო ლიდერებს, ამ საკითხთან დაკავშირებით “ერთად და პრინციპულად იმოქმედონ,” რადგან თუ რეაგირება დროული არ იქნება ან ისინი უპრინციპოდ იმოქმედებენ, მაშინ ათწლეულები დაიკარგება და ქვეყნები თავისუფლებას დაკარგავენ.

„ამ რეგიონში არავის დაკარგვა არ შეიძლება, არც საქართველოს, არც მოლდოვასი და არც უკრაინის,“ - აცხადებს ზელენსკი, რომელმაც ამ ქვეყნების მოსახლეობას მოუწოდა, რომ მოსკოვისგან თავი ერთად დაიცვან.

ნინი ქეთელაური