„როგორც კი ძალადობა დასრულდა, დაიწყო ლარის კურსის ქვემოთ ჩამოსვლა - ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება“

„როგორც კი ძალადობა დასრულდა, დაიწყო ლარის კურსის ქვემოთ ჩამოსვლა - ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება,“ - ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„იყო მოკლევადიანი გავლენა ლარის კურსზე, მაგრამ როგორც კი ძალადობა დასრულდა მაშინვე დაიწყო კურსის ქვემოთ ჩამოსვლა. ,ხედავთ რომ დღეს უკვე რამდენიმე თეთრით ქვემოთ ჩამოვიდა კურსი. ყოველთვის ასე ხდებოდა, ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში გამოვიარეთ ნაცმაიდნის მოწყობის 4 მცდელობა და თითოეული მცდელობის პირობებში კურსი ადიოდა ხოლმე ზემოთ, თუმცა, როგორც კი დასტაბილურდებოდა ვითარება მაშინვე ჩამოდიოდა ქვემოთ. ახლაც ვხედავთ იგივე ვითარებას.

ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ წელს გვაქვს 10 თვის მონაცემებით 10%-იანი ზრდის მაჩვენებელი. პირველ ადგილზე ვართ ევროპასა და ფართო რეგიონში. რა თქმა უნდა წლის ბოლომდე ძალიან მაღალი მაჩვენებლით მივალთ და გაგრძელდება მომავალ წელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა,“ - აღნიშნა კობახიძემ.

თაია არდოტელი