იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

განცხადების გაკეთება 15:00 საათზეა დაგეგმილი.