საცალო ვაჭრობის სექტორის 80,4% ბაზრის ოთხ მოთამაშეზე მოდის, - ამას მოწმობს „თიბისი კაპიტალის“ მიერ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებული მიმოხილვა.
როგორც „თიბისი კაპიტალის“ FMCG სექტორის 9-თვიან მიმოხილვაში ჩანს, საქართველოში FMCG ბაზარი ზრდას რეგიონული გაფართოების ფონზე ახერხებს.
ამასთან, კვლევის თანახმად, კონკურენციის გამო, შეცვლილი ფასების სტრატეგიებმა მოგების მარჟა შეამცირა.
„მოსალოდნელია, რომ პროდუქტიულობის კოეფიციენტები, როგორიცაა გაყიდვები კვადრატულ მეტრზე და გაყიდვები ერთ თანამშრომელზე, ნორმალიზდება, რადგან ახლად გახსნილი მაღაზიები შემოსავლის ოპტიმალურ დონეს მიაღწევენ,“ - აღნიშნულია კვლევაში.