ყავის ფასი 47-წლიან მაქსიმუმზეა

ყავის მარცვლის ფასმა პარასკევის ვაჭრობის სესიაზე, თითქმის, ნახევარსაუკუნოვან მაქსიმუმს მიაღწია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მიზეზად ბრაზილიის გვალვა სახელდება, რის გამოც 2025 წელს ბაზარზე დეფიციტს პროგნოზირებენ.

ამასთან, დილერების განცხადებით, ზოგიერთმა ბრაზილიელმა ფერმერმა წლევანდელი მოსავლის მიწოდება იმ იმედით გადადო, რომ მოგვიანებით უფრო მაღალ ფასებში გაყიდონ, რამაც მოკლევადიანი მიწოდების დეფიციტი გამოიწვია და ტრეიდერები ფინანსურად მეტად დააზარალა.

პარასკევს, თბილისის დროით 16:35 საათისთვის, ყავა არაბიკას ფიუჩერსები ICE-ბირჟაზე 0,7%-ით გაიზარდა და ფუნტზე 3,25.30 დოლარს მიაღწია, ხოლო მანამდელ ვაჭრობაზე ფასმა 3,35.45 დოლარი შეადგინა, რაც 1977 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი დონეა.

დღეისთვის ფასი ოდნავ დაეცა და ფუნტზე 3,07.90 შეადგინა

წლის დასაწყისიდან არაბიკას ფასი უკვე, დაახლოებით, 75%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ყავა რობუსტას, ICE-ფიუჩერსები ტონაზე პარასკევს 0,45%-ით, 5,503 დოლარამდე, დღეისთვის კი უფრო მეტად, 4,858 დოლარამდე დაეცა. თუმცა ადრე რობუსტას ფასმაც 47 წლის მაქსიმუმს, 5,694 დოლარს მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ