რომან გოცირიძე - საჭიროა რადიკალური ქმედებები და არა - ბიუჯეტიდან ფულის ჩამორიგება

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გაცემას ეხმაურება. bpn.ge უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

”ფინანსთა სამინისტრომ დაუბეგრავი მინიმუმის სახით 123 მილიონი ლარი დაუბრუნა 447 ათას ადამიანს. გამოდის, რომ საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის (1,745 მილიონი) 25 პროცენტი 500 ლარზე ნაკლებს იღებს თვეში. თუ გავითვალისწინებთ, რომ დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი ე.წ. თვითდასაქმებული (საკუთარ კარმიდამოში მომუშავეები და სხვა) და სახელმწიფო მოხელეებია, ძალზე სავალალო სურათი იკვეთება. მარტივი ასახსნელია, თუ რატომ ტოვებს ხალხი ქვეყანას. ამოტომ ვიმეორებ ყოველთვის, რომ საჭიროა რადიკალური ქმედებები და არა ბიუჯეტიდან ფულის ჩამორიგება”, - დაწერა რომან გოცირიძემ ”ფეისბუქზე”.