მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებს ფულადი ჯილდოს სახით ჯამში 225 ათას ლარზე მეტი გადაეცათ. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, საშტატო თანამშრომლებზე გამოყოფილია 198 715 ლარი, ხოლო არასაშტატოზე - 26 614 ლარი.
განკარგულებაში ვკითხულობთ: „მიეცეს თანხმობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას თანამშრომლებზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისა და მათი შორისის სათანადოდ დაფასებისათვის, გასცეს ფულადი ჯილდო 156 საშტატო თანამშრომელზე 198 715 ლარის, ხოლო 30 არასაშტატო თანამშრომელზე 26 614 ლარის ოდენობით (თითოეული თანამშრომლისათვის არაუმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
თანხის ანაზღაურება განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიუჯეტიდან“.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.