„გეყოთ გამბედაობა, დაუდექით თქვენს ქვეყანას გვერდით!“ - ბიზნესმენი ფადი ასლი შექმნილი ვითარების შესახებ თავის კოლეგებს ეხმიანება და ქვეყნისა და მათი შვილებისა და შვილიშვილების გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბიზნეს საზოგადოებიდან ჩემს კოლეგებს საქართველოში:
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ხეების დარგვა; საუბარია თქვენი ქვეყნის გვერდში დგომაზე, როდესაც მის მომავალს, ისევე როგორც თქვენი კომპანიის, თქვენი თანამშრომლების და მათი ოჯახების მომავალს დიდი საფრთხე ემუქრება.
გეყოთ გამბედაობა, დაუდექით თქვენს ქვეყანას გვერდით! გეყოთ გამბედაობა, დაუდგეთ თქვენი შვილების და შვილიშვილების მომავალს გვერდით!“ - წერს ფადი ასლი.