ცემა, სახლებში შევარდნა, განსხვავებული აზრის დევნა - კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიის მშენებელი საზოგადოებისათვის, - ამის შესახებ კომპანია „ზედაზენის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს სვლა ევროპისკენ ქართველი ხალხის ისტორიული ნებაა, რომელიც გამოხატულია ქვეყნის კონსტიტუციაში, შესაბამისად, მას უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლება.
მკაცრად ვგმობთ მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობასა და სისასტიკის გამოვლენას.
ცემა, სახლებში შევარდნა, მასობრივი დაკავებები, განსხვავებული აზრის დევნა - კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიის მშენებელი საზოგადოებისათვის.
საქართველოს მომავალი ევროპაშია,“ - ნათქვამია განცხადებაში.