საქართველოდან თითიდან გადასახვევი არ წამიღია, მატერიალისტი ნამდვილად არა ვარ, ესენი გამდიდრდნენ, შეჭამეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ჩვენი ვიყავით თავისუფლებისთვის მებრძოლი მთავარი მედროშეები. გავთავისუფლდეთ ამ პროპაგანდისტული კლიშეებისგან. რა სისხლიანი 9 წელი ხალხო. ყველაზე განვითარებული ეპოქა იყო საქართველოს ისტორიაში და სანიმუშო იყო ყველა ქვეყნისთვის. ყველა ქვეყანა დაბრმავდა?!
ეს არის ბრძოლა საქართველოს ყოფნა-არყოფნისთვის. მე როცა აქ ვბრუნდებოდი, მარტო ევროპისთვის არ დავბრუნდი. უკვე ვფიქრობდი რომ საქართველოს ვკარგავდით. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის უკრაინაში აბსოლუტურად კარგად ვიყავი მოწყობილიც, ეგრე კომფორტულად არ ვყოფილვარ ცხოვრებაში, საქართველოდან თითიდან გადასახვევი არ წამიღია. მატერიალისტი ნამდვილად არა ვარ. ესენი გაღორდნენ, გამდიდრდნენ, შეჭამეს ყველაფერი და ვიღაცები ჩვენ გვატოლებენ ამათ,” - განაცხადა სააკაშვილმა.