ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას, ეკონომიკა მუშაობს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას. ხედავთ რომ ლარის კურსი უკვე ჩამოვიდა ქვემოთ, იყო მცირევადიანი რყევები. ახლაც გრძელდება ლარის დასტაბილურება. მადლობა ეროვნულ ბანკს მათი სწორი რეაგირებისთვის. ვითარების დამშვიდება დამატებით ხელს შეუწყობს იმას რომ კურსი დასტაბილურდეს და საბოლოოდ, 2-3 დღეში დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რა ნიშნულიდანაც დაიწყო გაუფასურება. ეკონომიკა მუშაობს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესიც,“ - აღნიშნა კობახიძემ.