2015 წელს მედია რეკლამაზე დანახარჯები კონტექსტურ რეკლამას გადაუსწრებს

მიმდინარე წელს მედია რეკლამაზე დანახარჯები მსოფლიო სარეკლამო ბაზარზე საშუალოდ 18%-ს მიაღწევს.

კვლევითი კომპანია ZenithOptimedia-ს პროგნოზით, 2017 წელს ინტერნეტ რეკლამა 12 წამყვანი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე იქნება, რომლის წილი გლობალური დანახარჯების 28%-ს მიაღწევს.

კომპანია ასევე წინასწარმეტყველებს, რომ რამდენიმე ქვეყანაში ინტერნეტრეკლამა სარეკლამო ბიუჯეტების 50 პროცენტს გადააჭარბებს.

ZenithOptimedia-ს ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბაზარზე სატელევიზიო რეკლამა კვლავ შეინარჩუნებს ლიდერობას, თუმცა რეკლამის ამ სახეობისა და ინტერნეტრეკლამის საბაზრო წილებს შორის სხვაობა მსოფლიო ბაზარზე 11%-დან 4%-მდე შემცირდება. ამასთანავე, კომპანიის პროგნოზით, ინტერნეტრეკლამის საშუალო წლიური ზრდა 2014-2017 წლებში 15%-ს შეადგენს, ხოლო ინტერნეტრეკლამის ყველაზე მსხვილი სეგმენტები - მედია და კონტექსტური რეკლამა, შესაბამისად, 18% და 21%-ით გაიზრდება. ამასთან ერთად, უკვე 2015 წელს მედია რეკლამაზე გლობალური დანახარჯები კონტექსტური რეკლამების დანახარჯებს გადაუსწრებს.

”თუ გასულ წელს რეკლამის დამკვეთებმა მედია რეკლამაზე 53,9 მილიარდი დოლარი დახარჯეს, მიმდინარე წელს დანახარჯები 66,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს”, - ნათქვამია ZenithOptimedia-ს ანგარიშში.