ავტოავარიას ემსხვერპლა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი“ სოციალური ქსელით ავრცელებს.
კომპანიის განმარტებით, ქალთან ერთად იმყოფებოდა მისი დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება კლინიკაშია გადაყვანილი.
„დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ",- აღნიშნულია განცხადებაში.