პოლონეთის ქალაქ გდანსკის საშობაო ბაზრობა წელს ევროპაში საუკეთესო ბაზრობად აღიარეს.
ამის შესახებ გავლენიანი ტურისტული პორტალის, Europe's Best Destinations-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებში წერია.
პორტალმა მთელი მსოფლიოდან 753 ათასზე მეტ მოგზაური გამოიკითხა.
გამოკითხულთა 90 ათასზე მეტმა გდანსკის საშობაო ბაზრობას მისცა ხმა, სადაც, მოგზაურთა შეფასებით, “განსაკუთრებულად ზღაპრული ატმოსფეროა.”
რეიტინგში მეორე ადგილი რუმინეთის ქალაქ კრაიოვას საშობაო ბაზრობამ დაიკავა, რომელსაც ევროპაში ყველაზე “ლამაზი და უდიდესი” ბაზრობა უწოდეს.
მესამე ადგილზე შვეიცარიის ჟენევაა, რომელიც სითი-ბრეიქისთვის (ქალაქში შესვენებისთვის) საუკეთესო საშობაო მიმართულებად იქნა აღიარებული.
ევროპის 10 საუკეთესო საშობაო ბაზრობაა:
მოამზადა ლადო სულაბერიძემ