„მთავრობამ უნდა გაითავისოს, რომ ხალხი უკვე არ იბრძვის ევროპაში ყოფნისთვის, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის - დაფიქრდით“ - ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საქართველოში რეგისტრირებული პირველი ქართული ვენჩურული ფონდის Future Laboratory-ს მმართველი პარტნიორი ირაკლი ქაშიბაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ეხლა, რომ შევაჯამოთ ყველა პოსტი რომელიც დავდე. ქვეყანაში არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, სადაც მთავრობამ უნდა გაითავისოს, რომ ხალხი უკვე არ იბრძვის ევროპაში ყოფნისთვის ან ევროკავშირის წევრობისთვის, არამედ ეს არის უკვე ბრძოლა თავისუფლებისთვის.
დაფიქრდით, თავისუფლებისთვის ბრძოლა დევს ქართველი ადამიანის და საქართველოს დნმ-ში,“ - წერს ქაშიბაძე.