საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის თანამშრომლებს ფულადი ჯილდოს გადასცემენ.
მთავრობის განკარგულებით, აკადემიის თანამშრომლებს ჯილდო „დაკისრებული უფლება-მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მათი შრომის დაფასებისთვის“ გადაეცემათ.
დოკუმენტების თანახმად, ჯამში ფულადი ჯილდოს სახით აკადემიის ბიუჯეტიდან 225 329 ლარი გამოყოფა. აქედან 156 თანამშრომელს ჯამში 198 715 ლარი გადაეცემა (თითოს საშუალოდ 1 274 ლარი), ხოლო 30 თანამშრომელს 26 614 ლარი (თითოს საშუალოდ 887 ლარი).