როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასი

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების, „თიბისი ბანკის“, „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი გაიზარდა, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი დაეცა.

უფრო კონკრეტულად, ბოლო, 6 დეკემბრის მონაცემები ასე გამოყურება:

„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ღირებულება 0.65%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.15 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდი სტერლინგია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდამ 0.99%-ი შეადგინა. ბანკის ერთი აქცია 30.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 0.53%-ით შემცირდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 11.20 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 445 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

მერი ტაბატაძე