იალქანი, ბორბალი, ლურსმანი - 10 გამოგონება, რომელმაც კაცობრიობის განვითარება შეცვალა

ისტორიას უამრავი რევოლუციური გამოგონება ახსოვს, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. თუმცა, სწორედ ასეთმა გენიალურმა მიღწევებმა შეცვალა კაცობრიობის განვითარება და მათ დღესაც ძალიან დიდი როლი უკავიათ ჩვენს ყოველდღიურობაში.

წარმოგიდგენთ ყველაზე მნიშვნელოვან 10 გამოგონებას:

1-1733663193.jpg

იალქნიანი ნავი: ძველი მესოპოტამია, 6000 წ.

უძველესი მესოპოტამიური უბაიდების კულტურა (თანამედროვე ერაყში) იყო პირველი ერი, რომელმაც გამოიყენა მცურავი ნავები მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის გადაკვეთისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ვაჭრობის განვითარებისთვის იყო ერთი დეტალი - იალქანი. სწორედ მისი დახმარებით, კაცობრიობამ განვითარებაში უზარმაზარი ნახტომი გააკეთა ვაჭრობის კუთხით.

2-1733663207.jpg

ბორბალი: უცნობია, 4000-3500 ძვ.წ

ბორბალმა რევოლუცია ხალხის და პირუტყვის ცხოვრებაში მოახდინა.

ექსპერტებს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, როდის ან სად გამოიგონეს ის, მაგრამ ყველაზე სავარაუდო კანდიდატები არიან მესოპოტამია ან ბრინჯაოს ხანის ევრაზია.

3-1733663240.jpg

ლურსმანი: ძველი ეგვიპტე, 3400 წ.

ძველმა ეგვიპტელებმა გამოიგონეს ხუროსა და კონსტრუქციის ერთ-ერთი საფუძველი - ლურსმანი. რომაელებმა ლურსმნები მასიურად მხოლოდ სამი ათასწლეულის შემდეგ აწარმოეს.

4-1733663284.jpg

საპონი: ძველი მესოპოტამია, 2800 წ.

ადამიანის ჰიგიენის გაუმჯობესებამ ცივილიზაციებს აყვავების საშუალება მისცა.

პირველი შიდა ტუალეტი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს, შოტლანდიის ჩრდილოეთით მდებარე Skara Brae-ში შეიქმნა.

დაახლოებით ამავე დროს, ძველ მესოპოტამიაში გამოიგონეს საპნები, რომლებიც დამზადებული იყო ხის ნაცრისა და ცხოველური ცხიმისგან.

5-1733663303.jpg

კომპასი: ჩინეთი, ძვ.წ. 206 წ.

ამ საკვანძო სანავიგაციო მოწყობილობის გამოგონებამ შეცვალა ნავიგაცია და საბოლოოდ ეპოქა, რადგან დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები სწორედ კომპასის გამოგონების შემდეგ მოხდა.

ის ასევე დაეხმარა მსოფლიო ვაჭრობის გაფართოებას.

კომპასი გამოიგონეს ჩინეთში, ძვ.წ. 206 წელს. ის თავიდან იყო მომავლის გაგების ერთგვარი ხელსაწყო.

6-1733663338.jpg

ქაღალდი: ჩინეთი, 105 წ.

ქაღალდის გამოგონება კრიტიკულად ნიშვნელოვანი იყო, რადგან მან ცივილიზაციებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ ცოდნა ერთმანეთისთვის და ეფექტურად შეენარჩუნებინათ ჩანაწერები. ამან ისტორიის დიდი ნაწილი შემოგვინახა.

იქამდე, ძველმა ეგვიპტელებმა შექმნეს ლერწმის „ქაღალდი“ - პაპირუსი.

7-1733663367.jpg

თერმომეტრი: ვენეციის რესპუბლიკა, 1612 წ

თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკა, კვლევა და წარმოება მოითხოვს ზუსტი ტემპერატურის გაზომვას.

პირველი თერმოსკოპი, ინსტრუმენტი, რომელიც აჩვენებს ტემპერატურის ცვლილებებს, 1592 წელს, გალილეო გალილეიმ შექმნა.

ხოლო პირველი ნამდვილი თერმომეტრი ანუ - თერმოსკოპი სასწორით, შექმნა ვენეციელმა ექიმმა სანტორიო სანტორიომ 1612 წელს.

9-1733663396.jpg

მაცივარი: შოტლანდია, 1755 წ

კვების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია, პირველი მაცივარი, შოტლანდიელმა ექიმმა უილიამ კალენმა 1750-იანი წლების შუა ხანებში შეიმუშავა.

თუმცა პირველი კომერციული საყოფაცხოვრებო მოდელი 1913 წლამდე არ გამოჩენილა.

gjhj-1733663443.jpggjhj-1733663442.jpg

კომპიუტერი: ინგლისი, მე-19 საუკუნის დასაწყისი

მათემატიკის ინგლისელმა გენიოსმა ჩარლზ ბაბეჯმა, რომელიც "კომპიუტერის მამად" ითვლებოდა, მე -19 საუკუნის დასაწყისში გამოიგონა მსოფლიოში პირველი მექანიკური გამოთვლითი მოწყობილობები და ანალიტიკური ძრავები.

სწორედ მისმა გენიალურმა გამოგონებამ დაუდო საფუძველი დღევანდელი ციფრული ეპოქის შემქნას.

111-1733663491.jpg

თანამედროვე ანესთეზია: აშშ, 1842 წ

ეფექტური ანესთეზიის გარეშე თანამედროვე ქირურგიული პროცედურების ჩატარება პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა.

ათასობით წლის განმავლობაში ანესთეზიისთვის ალკოჰოლი და ოპიუმი გამოიყენებოდა. თანამედროვე ანესთეზია 1842 წლით თარიღდება, როდესაც ქირურგმა კროუფორდ ლონგმა პაციენტის ყბის ოპერაციის დროს, პირველად გამოიყენა ნივთიერება, რომელიც დღეს ანესთეზიისთვის გამოიყენება.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი