ირაკლი კობახიძე - ლარის კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საქმიანობა

„ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას

„ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ წინა თვეშიც, მიუხედავად ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, გვქონდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. 10 თვის საშუალო ზრდაა 10 %-ი. გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი იმისათვის, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საკუთარი საქმიანობა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კობახიძემ.