ნოემბერში სავალუტო რეზერვები წლიურად 1.598 მლრდ დოლარით შემცირდა

2024 წლის ნოემბერში საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში შემცირდა, თვის ჭრილში კი გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვები 997.8 მლნ დოლარით შემცირდა, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით კი 38.9 მლნ დოლარით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ნოემბერში რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4.123 მლრდ დოლარს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 5.121 მლრდ დოლარს და 2024 წლის ოქტომბერში 4.084 მლრდ დოლარს.

რაც შეეხება კონკრეტულად სავალუტო რეზერვებს, აქ წლიურ ჭრილში შემცირება, თვის ჭრილში კი ზრდა ფიქსირდება. სებ-ის სტატისტიკით, ნოემბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობა შეადგენდა 3.059 მლრდ დოლარს, რაც 1.598 მლრდ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სავალუტო რეზერვები ოქტომბერში 2.994 მლრდ დოლარს, 2023 წლის ნოემბერში კი 4.658 მლრდ დოლარს.

ამასთან, ნოემბრის მდგომარეობით სარეზერვო ოქროს მოცულობა 608.3 მლნ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.034 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 1.024 მლრდ დოლარს ინახავს.