FAS Group-ი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის კამპანიას იწყებს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში FAS Group-ის დამფუძნებელი ნათია სხვიტარიძე წერს.
როგორც სხვიტარიძე აღნიშნავს, ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის, რისთვის საჭიროა მათი მხარდაჭერა.
„ბიზნესის არსებობისა და ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური გარემო. ასევე, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება უცხოელი ინვესტორებისთვის.
დღევანდელი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ორგანიზაციები არიან განსაკუთრებულად რთული გამოწვევების წინაშე. რიგ შემთხვევებში ეს მოიაზრებს კომპანიების ყოფნა-არ ყოფნის საკითხს. სწორედ ამიტომ, ვგრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ჩვენი როლის მნიშვნელობას, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ორგანიზაციებს კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავებაში.
ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შეგვიძლია კონსულტაცია გავუწიოთ ორგანიზაციებს ბუღალტრული, ფინანსური და საგადასახადო მიმართულებით. რაც გულისხმობს:
მაქსიმალურად ვეცდებით დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ რაც შეიძლება მეტ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს, თუმცა რადგან ჩვენი რესურსები შეზღუდულია, ვთხოვ ჩვენს კოლეგებს შემოგვიერთდნენ და ერთად, ერთობლივი ძალებით, შევეცადოთ SME სექტორის გადარჩენას.
ასევე, კამპანიის ფარგლებში, ჩვენს მიერ შექმნილი აპლიკაციით FAS APP - ციფრული ბუღალტერი, მცირე მეწარმეები შეძლებენ ისარგებლონ უსასყიდლოდ სამი თვის განმავლობაში. ეს საშუალებას მისცემს გააციფრულონ პროცესები, დაზოგონ ხარჯები და აკონტროლონ პროცესები მარტივად“, - წერს ნათია სხვიტარიძე.