დუბაის ხელისუფლება 2025 წელს ალკოჰოლის გაყიდვებზე 30%-იანი გადასახადის აღდგენას გეგმავს.
ინფორმაციას Caterer Middle East ავრცელებს.
კერძოდ, 1-ლი იანვრიდან 30%-იანი გადასახადი ალკოჰოლის ყველა შეკვეთაზე შედგენილ ინვოისს შეეხება.
2022 წლის ბოლოს ემირატში ეს გადასახადი ექსპერიმენტის საფუძველზე შეჩერდა, ასევე, ალკოჰოლის შესაძენად საჭირო ლიცენზიები უფასო გახდა. ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა. საცდელი პერიოდი ჯერ 2023 წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ის გახანგრძლივდა.
გადასახადის შეჩერება, განსაკუთრებით, რესტორნებისთვის, ბარებისა და სასტუმროებისთვის იყო მომგებიანი.
თუმცა, გამოცემის თანახმად, ალკოჰოლის დისტრიბუტორებმა, Maritime and Mercantile International-მა და African+Eastern-მა რესტორნებსა და ბარებს გადასახადების გაზრდის შესახებ უკვე აცნობეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ