აფხაზეთში კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგთან საბრძოლველად 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ინტერნეტს გათიშავენ - ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას განცხადებით, „მთავრობის“ გადაწყვეტილებით, ენერგოსექტორში შექმნილი ვითარების გამო, 10 დეკემბრიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეჩერდება.
როგორც „ინტერფაქსი“ წერს, დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთის ენერგეტიკის სექტორში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ 10 დეკემბერს იმსჯელებს.
ამასთან, როგორც უკვე ცნობილია, აფხაზეთში მოსახლეობა ელექტროენერგიას ახალი გრაფიკით მიიღებს. მედიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში დენი მხოლოდ 4 საათისა და 40 წუთის განმავლობაში ექნებათ, 21:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე კი ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს.