აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
შეკრებილების განცხადებით, პროევროპულ აქციაზე, მთავარი მოთხოვნაა, რომ „რუსული რეჟიმი, ხელისუფლებიდან წავიდეს“ და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.
პერიოდულად ისმის შეძახილები “არა რუსულ რეჟიმს”, “სოლიდარობა თბილისში აქციაზე დაზარალებულებს”.
მათი თქმით, ხელისუფლება უკანონოდ აკავებს მოქალაქეებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას.
აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.