29 ნოემბერს, კომპანია “მარტივი შესყიდვების” ორგანიზებით ჩატარდა მეორე შესყიდვების კონფერენცია 2024.
კონფერენციის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ საინტერესო სპიკერებისთვის. განხილული თემები ეხებოდა: შემსყიდველების და შესყიდვების გუნდის განვითარებას, ამისათვის საჭირო კომპეტენციებს და შესაძლებლობებს. კომპანია “მარტივი შესყიდვების” დამფუძნებელმა თამარ ახსიაშვილმა, ღონისძიება გახსნა პრეზენტაციით „შემსყიდველის წარმატებისთვის აუცილებელი უნარები“. ამ თემის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, როგორც HR-დან, ისე შესყიდვებიდან და აკადემიური განათლების სფეროდან გააზიარეს თავისი მოსაზრებები. პრეზენტაციების და დისკუსიის ფარგლებში ძირითადად აღნიშნეს ისეთი უნარები როგორებიცაა: მოლაპარაკების უნარები (მათ შორის მოსმენის უნარი), თვითპრეზენტაცია, ანალიტიკური აზროვნება, სტრატეგიული შესყიდვა და მომწოდებლებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ცვლილებების მართვა და ადაპტაციის უნარი.
ასევე კონფერენციის ფარგლებში წარდგენილი თემებიდან ხაზი გაესვა შესყიდვების და ლოგისტიკის უერთიერთბმას და კოლაბორაციის აუცილებლობას, აგრეთვე შესყიდვების და მომარაგების როლს კომპანიაში. გაზიარებული იყო სხვადასხვა ბაზრის სიახლეები და ტენდენციები.
კონფერენციის ფორმატი ასევე ითვალისწინებდა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი სპონსორი და მხარდამჭერი კომპანიების პროდუქტებისა და სერვისების გაცნობას. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაცნობოდნენ შეთავაზებებს და დაემყარებინათ ახალი ბიზნეს ურთიერთობები.
კონფერენციის გენერალური სპონსორები არიან: BDO Digital და Gianti Logistics
მედია პარტნიორები: BM.ge, Marketer, BPN (Business Press News), Palitra News
ხოლო ღონისძიების პარტნიორები Tenders.ge, Signify, GLG, Veli.store, ლურჯი ოკეანე, Imposti, ბია, IMEP, Sakura Properties, Business House, Lead, Aramex, Hotsale, Itrade, OfficeMart, TreeDesign.
კომპანია “მარტივი შესყიდვების” საქმიანობის ძირითადი მიზანი არის საქართველოში შესყიდვების სფეროს განვითარება. კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ტრენინგებს, საკონსულტაციო და აუთსორსინგულ მომსახურეობას შესყიდვების და მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით. კომპანიის მიზნების განსახორციელებლად კონფერენციის ფარგლებში შესაძლებელი გახდა შესყიდვების პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, საქმიანი კავშირების ხელშეწყობა, მონაწილეებისთვის საუკეთესო გამოცდილების და სფეროს სიახლეების გაზიარება.
იხილეთ კონფერენციის შემაჯამებელი ვიდეო
დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 599 803530
ელ-ფოსტა: hello@easyprocurement.ge
Web: https://www.easyprocurement.ge/
Facebook: https://www.facebook.com/easyprocurement/
LinkedIn: https://www.linkedin.com/easyprocurement/
Youtube: https://www.youtube.com/@easyProcurement/
(R)