სასაკლაოების გვერდის ავლით საქონლის დაკვლაზე სანქციები გამკაცრდება

დღეისთვის აღნიშნულ ქმედებაზე ჯარიმის მოცულობა ათასი ლარია.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, მისი უწყება საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს, რომლის მიხედვით, განმეორებით შემთხვევაში ფულადი სანქცია გაორმაგდება, მომდევნო შემთხვევის დაფიქსირებისას კი - გასამმაგდება.

მინისტრის თქმით, მართალია, უკანონო დაკვლების რაოდენობა შემცირდა, თუმცა, კვლავ ხშირია „ფორმა 2“-ის (ლაბორატორიული შემოწმების) გარეშე ხორცის რეალიზაციის ფაქტები.

სასაკლაოზე საქონლის სავალდებულო დაკვლის შესახებ კანონი 2010 წელს ამოქმედდა.

ბელა ნოზაძე