2025 წელს 10%-ით იზრდება მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 85 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 577 მილიონი ლარით აღემატება.

მისივე თქმით, გამოყოფილი თანხები ძირითადად, მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 მილიარდ 903 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, 75,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე, გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა; პროფესიული განათლება - 149 მილიონი ლარი; უმაღლესი განათლება - 171 მილიონ ლარზე მეტი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 86 მილიონ ლარზე მეტი; ინკლუზიური განათლება - 82 მილიონ ლარზე მეტი; ინფრასტრუქტურის განვითარება - 538 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 467 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, ამავე მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 141 მილიონი ლარი და ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა 600 მილიონ ლარს აჭარბებს;

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 66 მილიონი ლარი; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 30,0 მილიონი ლარი; ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 14 მილიონ ლარამდე. SS.GEროგორ მოხვდე აქ იყიდება 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე იყიდება მიწის ნაკვეთი წავკისში იყიდება 4 ოთახიანი კერძო სახლი ორთაჭალაში დალაგება, დასუფთავება "დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო" - რას წერს ნატო გელაშვილი?palitravideo.ge "ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძეpalitravideo.ge "არავის ენდოთ, ჩემთანაც იყვნენ მოსულები" - რას ამბობენ სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟზე საქსტატში?palitravideo.ge რას ჰყვება ახალგზარდა ქალი, რომელსაც ტაძარში, სასულიერო პირი დაუპირისპირდა - "ყველაზე დიდი საცოდაობა და საშინელება ის იყო რომ ხალხმა მხარი მათ დაუჭირა"palitravideo.ge გზა დამასკოდან მოსკოვამდე: ოფთალმოლოგის დაუგეგმავი პრეზიდენტობა, რომელიც სასტიკ დიქტატურად იქცა - ბაშარ ალ-ასადის აღზევება და დაცემაambebi.ge “გრცხვენოდეთ, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“ - ევროპარლამენტარები პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ: ვინ რას წერს?ambebi.ge "მე ვარ აქტიური ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს. თუ მე არ ვიტყვი, ვინ იტყვის?.. ყველაზე სახიფათო მოღალატეების გვერდით ყოფნაა" - რას ამბობს ნინო ქათამაძე უკრაინულ მედიასთან?ambebi.ge “ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ ქართველი ხალხის ნება არ აღსრულდება! საქართველო არ გარუსდება!“ - აქციაზე, სასტიკად ნაცემი ოპერატორი სახლში გაწერეს: როგორია მისი მდგომარეობაambebi.ge პოლიტიკა10.12.2024 / 14:44აა ფინანსთა მინისტრი - 2025 წელს პენსიებისა და კომპენსაციების მოცულობა იზრდება 2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წლიდან გაიზრდება კომპენსაციების მოცულობაც.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 8 მილიარდ 820 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 990 მილიონ ლარზე მეტით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია:

„მოსახლეობის სოციალური დაცვა - 6 მილიარდ 353 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის:საპენსიო უზრუნველყოფა - 4 მილიარდ 498 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და 2025 წლის იანვრიდან განისაზღვრება 350 ლარით.70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია, ასევე, იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20 პროცენტიანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;

პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციის ოდენობები, რომელთა დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 035 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 235 ლარით.

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება - 1 მილიარდ 639 მილიონ ლარამდე;აღნიშნული თანხის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების, ასევე, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ასევე, გათვალისწინებულია 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დაფინანსება;

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში - 113,0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც;სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება შეადგენს 95,0 მილიონ ლარს.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - გათვალისწინებულია 1 მილიარდ 859 მილიონი ლარი, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 220 მილიონ ლარს. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა;სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 100 მილიონი ლარი;დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 112 მილიონ ლარზე მეტი;იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 268 მილიონი ლარი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. [ეროვნული ლიგა] როგორ აჯობა ვოუტერმა იონსენს...lelo.ge [ანალიზი. ეროვნული ლიგა] დაძაბულობა იყო, ხარისხისა კი... რა მოგახსენოთ!..lelo.ge „არ დაელოდოთ, სანამ პირადად შეგეხებათ - ხელისუფლებას ვქირაობთ ჩვენ, ხალხი“ - რესან ქიქავას მიმართვა ბიზნესსbpn.ge „სავალალო სიტუაციას მივიღებთ უძრავი ქონების სექტორში - იქნება გაუფასურება და რიგი სექტორების ჩამოშლა“ - ნიკოლოზ ურუშაძეbpn.ge პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები - დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნებაpalitranews.ge ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით ორჯერ შეუტიესpalitranews.ge მეცნიერებმა წონაში კლებისთვის ახალი ნაერთი შექმნესmkurnali.ge დასახელდა სიცოცხლის გამახანგრძლივებელი დიეტაmkurnali.ge sponsored byContentRoom დავით აღმაშენებლის საბრძოლო ჯვარი - საგანძური, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა განადგურებას გადაარჩინაcontentroom.ge როგორ გამოიყენება ფაგები სასუნთქი გზების ინფექციების დროს - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთcontentroom.ge რამდენად კარგად იცნობ ქართულ საგანძურსა და ფასეულობებს?contentroom.ge ASUS Zenbook S 14: როდესაც ტექნოლოგია და სტილი ერთმანეთს ერწყმისcontentroom.ge პოლიტიკა10.12.2024 / 14:50აა „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებული ორგანიზებული ძალადობის და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების ფონზე აღინიშნება „დემოკრატიის კვლევის ცენტრმა“ დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

ორგანიზაციის ცნობით, 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულმა უკიდურესად დამძიმებულმა მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.

მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სისტემური ძალადობა ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს და შეუძლებელს ხდის ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში.

„ბოლო ათეული წლის განმავლობაში პირველად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციის მონაწილეთა დაშლისა და დაკავების პროცესში გამოყენებული საპოლიციო ძალადობა საქართველოს სახალხო დამცველმა წამებად დააკვალიფიცირა. დემონსტრაციების დარბევისას გამოყენებულმა სისტემურმა ძალადობამ, ძალადობის მკაფიოდ ორგანიზებულმა ხასიათმა, დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიყენებული დაზიანებების სიმძიმემ, ლოკაციამ და ხასიათმა შექმნა სარწმუნო მტკიცებულებები, რომ პოლიცია ძალადობრივ მეთოდებს აქციების მონაწილეთა დასასჯელად იყენებდა. ძალადობის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის უმოქმედობამ და სასამართლოს გულგრილობამ დაკავებულებზე წამების და არაადამიანური მოპყრობის თვალსაჩინო ნიშნების მიმართ, წამების და არაადამიანური მოპყრობის სახელისუფლებო ანგარიშსწორების იარაღად გამოყენების შესახებ მოსაზრება გაამყარა.

საანგარიშო პერიოდში ხელისუფლებამ უკიდურესად შეზღუდა კრიტიკული მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის სივრცე რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და მედიის, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური და ფიზიკური ანგარიშსწორების კამპანიით.

ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას ფუნდამენტი გამოაცალა: 2024 წლის გაზაფხულზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (რუსული კანონი) კანონპროექტის განმეორებით ინიციირებამ და მასობრივი სახალხო პროტესტის ფონზე მიღებამ; მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციების არაპროპორციული საპოლიციო ძალით არაერთხელ დაშლამ, რამაც ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაზიანება გამოიწვია; არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ წარმოებულმა ორკესტრირებულმა ძალადობამ და დაშინების კამპანიამ; წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო უწყებების მიერ ადამიანების პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა; კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის და საარჩევნო პროცესის იმდენად ფართოდ გავრცელებულმა დარღვევამ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი; ნოემბერ-დეკემბერში საპოლიციო ძალების მიერ შეკრების მონაწილეთა დაკავებისას და დაკავების შემდეგ განხორციელებულმა წამებამ, არაადამიანურმა და დამამცირებელმა მოპყრობამ; დაკავებულებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევამ და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულმა სისტემურმა და ორგანიზებულმა ძალადობამ.

ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სისტემური ძალადობა ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს და შეუძლებელს ხდის ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში“,-აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ სრულად. ჯეი ზი 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში ამხილეს - სკანდალი გავლენიან და უმდიდრეს ოჯახშიmshoblebi.ge სპეცრაზმელების წინ მდგარი გოგონა, რომელიც აქციაზე დააკავეს, მოდელი ბეა გაზდელიანიაmshoblebi.ge ”მე ვიცი, როგორი გამოვიყურები. არჩევანი არ მაქვს" - სარა ჯესიკა პარკერი კრიტიკოსებს პასუხობსmarao.ge "ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეთ! რაც გინდათ, ის ქენით, მაგრამ ჩემს ოჯახს არ შეეხოთ!" - რას წერს მანიკა ასათიანის მეუღლეmarao.ge ხის გველის წელიწადი შვიდი ზოდიაქოს ნიშნისთვის გარდამტეხი იქნებაrogor.ge როგორ იზიდავენ მამაკაცებს 50 წლის ქალები? ეს 6 თვისება გაგაოცებთrogor.ge "მეტოქეს მარტივად ვეღარ ატყუებს, პროგნოზირებადი გახდა" - Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ხვიჩა გააკრიტიკაsportall.ge მამარდაშვილი ტრავმირებულია - როგორია დიაგნოზი და პროგნოზი?sportall.ge პოლიტიკა10.12.2024 / 14:53აა ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება გაგრძელდება საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მოცულობა 3 მილიარდ 125,0 მლნ ლარია.

ლაშა ხუციშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ჯამში 1 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 900 მილიონ ლარზე მეტი.

როგორც მან აღნიშნა, დღეისათვის დასრულებულია 367 კილომეტრი მაგისტრალური გზა. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე დასრულებულია 302 კილომეტრი, რაც მთლიანი მაგისტრალის 70%-ზე მეტია. მათ შორის, რიკოთის მონაკვეთზე დასრულებულია 48 კილომეტრის მშენებლობა და დარჩენილი ნაწილი დასრულდება 2025 წელს.

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები კახეთის მაგისტრალის მიმართულებით, რომლის ფარგლებში, უკვე გაიხსნა ბაკურციხე-წნორის 18-კილომეტრიანი მაგისტრალური და თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი გზა. მომავალ წელს დამატებით 17-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება.

მომდევნო წლებში დაგეგმილია ბათუმი-სარფის, ქობულეთის დამატებითი ორი ზოლის, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის, ლილოს შემოვლითი გზის, დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელის და გასასვლელის, წიწამური-ჟინვალის, ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი - თელავის ასაქცევი და ლაგოდეხის შემოვლითი გზების მშენებლობა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე მიიმართება 228 მილიონ ლარამდე, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის მონაკვეთის დარჩენილი ნაწილის მშენებლობის დაწყება.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 500 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. წყალმომარაგების კომპანია საკუთარი რესურსიდან დამატებით მიმართავს 250 მილიონ ლარზე მეტს, შესაბამისად, ჯამში ამ მიმართულებით 750 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„2025 წელს ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში იქნება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 3 მილიარდ ლარამდეა. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდგომ, დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, 2025 წელს მყარი ნარჩენების მართვის პროგრამაზე 75 მილიონი ლარი მიიმართება, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციაზე - 366 მილიონი ლარი, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე 150 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხის ფარგლებში, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაიწყება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა, ხოლო თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.