ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 27.561 მლრდ ლარი, ასიგნებები - 27.941 მლრდ ლარზე მეტია

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 27.561 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით 2.991 მლრდ ლარითაა გაზრდილია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 23.435 მლრდ ლარამდეა, რაც 2024 წლის გეგმასთან შედარებით, 2.700 მლრდ ლარზე მეტითაა გაზრდილი.

„არაფინანსური აქტივების კლების, ანუ პრივატიზაციის სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 300 მილიონ ლარს;

ფინანსური აქტივების კლების, ანუ სესხების დაბრუნების მაჩვენებელი განისაზღვრა 400 მილიონი ლარის ოდენობით;

ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა 3.426 მლრდ ლარის ოდენობით;

ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1.410 მლრდ ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვალდებულებების წმინდა ზრდა 2 მილიარდ 10 მილიონ ლარამდეა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ასიგნებების მოცულობა 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2.911 მლრდ ლარით და შეადგენს 27.941 მლრდ ლარზე მეტს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.