მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა

დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა ევრო

საბერძნეთის კრიზისისა და ჩინეთის საფონდო ბირჟის ვარდნის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა. ”როიტერის” ინფორმაციით, აპრილის შემდეგ პირველად ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 38 ცენტით დაეცა და ბარელზე 56,47 დოლარი შეადგინა. კვირის განმავლობაში ”ბრენტის” მარკის ნავთობი 6%-ით გაუფასურდა და აპრილში დაფიქსირებულ მაჩვენებელს მიუახლოვდა.  35 ცენტით, 51,98 დოლარამდე გაუფასურდა WTI-ის ნედლი ნავთობიც.

დღევანდელი დილის მონაცემებით, კვლავ დაეცა ევროს ფასი დოლართან მიმართებაში. ”როიტერის” ცნობით, ევროს კურსი დოლართან 0,7%-ით დაეცა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,1029 დოლარი შეადგინა.