ტრანსპორტის თვალსაზრისით ევროპის ყველაზე ეკოლოგიური ქალაქები ლონდონი და ამსტერდამია.
ამის შესახებ “ჭკვიანი ქალაქების” შექმნის ინტელექტუალური სისტემებისა და ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (Smart City Expo World Congress) ანგარიშში წერია.
რეიტინგის შედგენისას ექსპერტები ითვალისწინებენ ელექტრომობილებისა და დამტენი სადგურების რაოდენობას, ველობილიკების სიგრძეს, გასაქირავებლად ხელმისაწვდომი ველოსიპედების, ასევე, ელექტროენერგიაზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობასა და მასზე ბილეთების ღირებულებას.
მაგალითად, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი, რომელიც რეიტინგის ლიდერია, ელექტრომობილებისა და მათთვის დამტენი სადგურების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. კერძოდ, ლონდონში 80 ათასი ელექტრომობილი და 11 ათასი დამტენი სადგურია. ამასთან, ქალაქს 1,397 ერთეულისგან შემდგარი ელექტროავტობუსების დიდი პარკი აქვს.
ამსტერდამში, ავტომობილებთან შედარებით, ველოსიპედები უფრო გავრცელებულია. მთლიანობაში, ქალაქში 800 კილომეტრზე მეტი ველობილიკი და 15 ათასი ელექტრომობილია, რომლებსაც 13 ათასზე მეტი დამტენი სადგური ემსახურება.
ევროპის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მქონე დედაქალაქების ათეულში ევროკავშირის ქვეყნების 7 ქალაქი მოხვდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ