ავიაკომპანიების შემოსავალი 2025 წლისთვის ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ბოლო პროგნოზში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.
კერძოდ, სექტორის შემოსავალი მომავალ წელს რეკორდულ 1,007 ტრლნ დოლარს მიაღწევს, მაშინ, როცა წელს 964 მლრდ დოლარის ოდენობა არის პროგნოზირებული.
მთლიანი სუფთა მოგება 2025 წელს 36,6 მლრდ დოლარი იქნება, მაშინ, როცა წელს 31,5 მლრდ დოლარის ოდენობა არის პროგნოზირებული.
ამასთან, IATA-ს პროგნოზით, მომავალ წელს მგზავრების რაოდენობა რეკორდულ 5,2 მილიარდამდე გაიზრდება, იმის მიუხედავად, რომ ახალი თვითმფრინავების მიწოდებაში სირთულეებია. კერძოდ, მსოფლიო ავიაკომპანიები ახალი Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავების მიწოდების შეფერხებებს განიცდიან და აცხადებენ, რომ ახალი, უფრო ეფექტური თვითმფრინავების გარეშე, ისინი მეტი ადამიანის ტრანსპორტირების ფონზე საწვავის ხარჯს ვერ შეამცირებენ.
IATA-ს შეფასებით, აეროკოსმოსური ინდუსტრია ნორმალურ მდგომარეობას თანდათან უბრუნდება, თუმცა ასოციაცია შიშობს, რომ მიწოდების გამოწვევები 2025 წლის უმეტეს პერიოდში გაგრძელდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ