რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია აფხაზეთში ენერგოკრიზისის გამო რუსი ტურისტული ნაკადის შემცირებას პროგნოზირებს.
მაგალითად, ტუროპერატორ Multitour-ის მონაცემებით, ზამთარში განსახლების ობიექტების, დაახლოებით, 10% მუშაობს, ხოლო დიდი სასტუმროებს სტუმრების მიღება ავტონომიური გენერატორების გამოყენებით უწევთ.
ტუროპერატორი ALEAN-ის ცნობით, ჯავშნების დინამიკის შემცირდა. კერძოდ, “ელექტროენერგიის პრობლემამდე აფხაზეთში საახალწლო მიმართულებები, შარშანდელთან შედარებით, 40%-ით უფრო აქტიურად იყო დაჯავშნილი.“
ენერგოკრიზისმა საზაფხულო ჯავშნებზეც იმოქმედა. კერძოდ, ALEAN-ის ცნობით, 2025 წლის ზაფხულისთვის ჯავშნების რაოდენობა, ენერგოშეზღუდვების შემოღებამდე არსებულ რაოდენობასთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
რუსულ ტუროპერატორებს ჯერ არ მიუღიათ გამოხმაურება ტურისტებისგან იმ ინოვაციის შესახებ, რომ 10 დეკემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგთან საბრძოლველად ღამით, კერძოდ, 00:00-იდან 07:00 საათამდე მთელ ტერიტორიაზე ინტერნეტს თიშავს.
ცნობისთვის: აფხაზეთში დენის გათიშვის გრაფიკი გაიზარდა. ახალი გრაფიკით, მოსახლეობას დენი დღის განმავლობაში მხოლოდ 4 საათისა 40 წუთით მიეწოდება, ხოლო 21:00-იდან დილის 07:00 საათამდე მიწოდებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს. ამასთან, ენერგოკრიზის გამო 10 დეკემბრიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეჩერდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ