კობთან და ყანობთან მეწყერი ჩამოწვა

სტიქიამ ყაზბეგის რაიონში პრობლემები შექმნა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა გადაიკეტა და ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა.

როგორც ყაზბეგის რაიონის გამგებელმა, გივი ქირიკაშვილმა განაცხადა, მეწყერი წუხელ სოფლებთან, კობთან და ყანობთან ჩამოწვა. მისივე ინფორმაციით, ჩამოწოლილი მასა მცირე იყო. გამგებლის ინფორმაციით, გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.