დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში, „გილდია“ გაფიცულთა იმ ნაწილის მხარდასაჭერად, ვისი შემოსავალიც „გამომუშავების” პრინციპს ეფუძნება, საგაფიცვო ფონდს აფუძნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„გაუწყებთ, რომ ვაფუძნებთ საგაფიცვო ფონდს გაფიცულთა იმ ნაწილის მხარდასაჭერად, ვისი შემოსავალიც „გამომუშავების” პრინციპს ეფუძნება.
თუ ფიქრობთ, რომ გაფიცვა მნიშვნელოვანია, დაგვეხმარეთ შევქმნათ პრეცედენტი, სადაც გაფიცულთა პირველი მერცხალი მიიღებს საზოგადოებრივ სოლიდარობას!
აღნიშნული ფონდი გამოადგებათ, როგორც კერძო თეატრებს, რომლების დონაციაზე არ არიან, ასევე შეიძლება გამოადგეთ კურიერებსაც, რომელთა შრომის ანაზღაურებაც ასევე გამომუშავებაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ - თეატრალურ სფეროში დასაქმებულებმა, ორგანიზაციებმა და თვითდასაქმებულებმა გაფიცვის სახით ღიად და მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და უწყვეტად აძლიერებენ მიმდინარე აქციებს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადარჩენისთვის და პოლიციური რეპრესიების წინააღმდეგ.
გაფიცვას სფეროში დასაქმებულთა სრული უმრავლესობა შეუერთდა!“, - აღნიშნულია განცხადებაში.