ბათუმში საფასურის გადახდის გარეშე პარკირების 50 148 დარღვევა გამოვლინდა

ბათუმში პარკირების წესის დარღვევაზე 74 511 დარღვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა, 50 148 შემთხვევა პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომას უკავშირდებოდა, ხოლო 8 375 დარღვევა - ტროტუარზე დგომას.

გარდა ამისა, გამოვლინდა შემდეგი სახის პარკირების დარღვევები:

  • 7 140 დარღვევა - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა;
  • 5 135 დარღვევა - ავტობუსის გაჩერებაზე დგომა;
  • 1 089 დარღვევა - ველობილიკზე არასწორი პარკირება;
  • 299 დარღვევა - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა;
  • 2 325 დარღვევა - პარკირების წესის სხვა დარღვევა.

ინსპექციის ინფორმაციით, ევაკუაციით საჯარიმოზე 3273 ავტომობილი გადაიყვანეს.

მერი ტაბატაძე