"თიბისი კონსტანტა" აგრობიზნესის მფლობელებს აგროსესხს სთავაზობს

აგრობიზნესის მფლობელებს, რომლებსაც სურთ, გააფართოონ თავისი საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში, "თიბისი კონსტანტა" ყველაზე მოსახერხებელ აგროსესხს სთავაზობს.

"თიბისი კონსტანტას" ინფორმაციით, აგროსესხის უპირატესობა სისწრაფე და გადახდის მოქნილი გრაფიკია.  კერძოდ, მომხმარებელს შეუძლია, სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად, აიღოს თიბისი კონსტანტას აგროსესხი და ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით ყოველ წელს, მიყოლებით 11 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, 20 000 ლარამდე თანხაზე სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე.

"თიბისი კონსტანტას" აგროსესხის საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ სესხი ნებისმიერი მიზნობრიობით – შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და მანქანა-დანადგარები, გაარემონტონ ან გააფართოონ საწარმოო ფართი და სხვა.