მარკეტერები, PR სპეციალისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ხვალ, 13 დეკემბერს, 14:30 საათზე საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.
Marketer.ge-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების თანახმად, მსვლელობა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან პარლამენტის მიმართულებით მოეწყობა.
„13 დეკემბერს, 14:30-ზე მარკეტერები, PR სპეციალისტები და სრულიად შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან პარლამენტისკენ იგეგმება“, - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.