დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"როგორც იცით დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე თითქმის დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ ქუჩაზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. უშუალოდ რუსთაველის გამზირზე ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება.
მთავარი ნაძვის ხე აინთება შაბათს, 14 დეკემბერს და სადღესასწაულო განათებები მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება. თბილისი კვლავ იქნება, ყველაზე ჯადოსნური, ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა,"- აღნიშნა კალაძემ.