biletebi.ge მოქალაქეებს სთავაზობს თეატრებს გაუქმებული სპექტაკლების ბილეთების შეძენით დაეხმარონ

biletebi.ge მოქალაქეებს სთავაზობს თეატრებს გაუქმებული სპექტაკლების ბილეთების შეძენით დაეხმარონ. კომპანია შესაბამის განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს.

„რადგან ბილეთები თავისი დაარსების დღიდან ქართული თეატრის მხარდამჭერია, გვინდოდა რაიმე ფორმა მოგვეძებნა, რომლითაც ხალხს საშუალება მიეცემოდა ის თანადგომა და მადლიერება, რაც ყველა პლატფორმაზე ტრიალებს, გამოეხატა ამიტომ, წარმოგიდგენთ "გაუქმებული სპექტაკლების სერიას", რომელშიც სხვადასხვა თეატრებს შეხვდებით.

აღნიშნული სპექტაკლები არ ჩატარდება, შესაბამისად, თქვენ მიერ შეძენილი ბილეთები - სიმბოლური, საქველმოქმედო ხასიათისაა, რომლითაც ფინანსურად ეხმარებით თეატრის მთელ კოლექტივს ცხადია, ასეთი სპექტაკლების ბილეთებს მომსახურების საკომისიო არ დაემატება ნახე სპექტაკლების ჩამონათვალი აქ: https://bilete.bi/teatri“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ნათია ზარიძე