საბერძნეთი ევროკავშირს ახალ წინადადებებს 2-3 დღეში წარუდგენს

საბერძნეთი ახალი წინადადებების დეტალებს ევროკავშირს მომდევნო 2-3 დღეში წარუდგენს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  მისივე თქმით, გასულ კვირას ჩატარებულმა რეფერენდუმმა მას მისცა მანდატი კრიზისის დასრულების მიზნით, იპოვოს სოციალურად სამართლიანი და ეკონომიკურად მდგრადი გამოსავალი.

ევროზონის ლიდერებმა ათენს საბოლოო წინადადებების წარსადგენად ვადა ხვალამდე მისცეს. კვირას კი ევროკავშირის მორიგი საგანგებო სამიტი გაიმართება, რა დროსაც მხარეები კიდევ ერთხელ შეეცდებიან კონსენსუსის მიღწევას. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ საბერძნეთი ფულის გარეშე დარჩება.