IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაინაცვლა

IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „საქართველო“, „გაიფიცე“.

ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

დედაქალაქის მასშტაბით დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების რამდენიმე მსვლელობაც არის დაანონსებული.

ცნობისთვის, აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.