ეკონომიკის სამინისტროსთან ქართველი მეღვინეები საპროტესტო აქციას მართავენ.
მეღვინეები ადგილზე სხვადასხვა ბანერებით არიან მისული: „ქართული ღვინო ევროპისკენ“; „ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია“; „მცირე მარნები ევროკავშირის მეშვეობით გავძლიერდით“.
ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ ქართული ღვინოს ადგილი ევროპაშია და ევროინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს.
ამასთან, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ აქციების დროს დაშავებულ და დაკავებულ ადამიანებს.
„მეღვინეების მთავარი სათქმელი არის ის, რომ ქართული ღვინის ადგილი არის ევროპაში. სამწუხაროდ, სახელმწიფო და პარტია „ქართული ოცნება“ აფერხებს სვლას ევროპისკენ. სოლიდარობას ვუცხადებთ პირველ რიგში ჩვენს კომუნაში დაშავებულ ადამიანებს და ასევე თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც დევნიან, იჭერენ, ჩხრეკენ და მათ უფლებებს არღვევენ უხეშად“, - განაცხადა მეღვინეობა „ოდას“ წარმომადგენელმა, ქეთი ნინიძემ.