აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო მაცივრიდან საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო N4 მაცივრიდან 60 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა არ ჩატარებია. შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2 ვერ წარმოადგინა, რის გამოც 1000 ლარით დაჯარიმდა.

ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.