ახლა მსოფლიოში ტექნოლოგიური ინდუსტრიის ბუმია. ციფრულმა ეპოქამ პროგრამულ ინჟინრებზე მოთხოვნამ წარმოუდგენლად გაზარდა. შედეგად, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ირჩევს ამ პროფესიას და ნაწილი მათგანი კმაყოფილიც არის.
დღეს პროგრამირება ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლება. თანაც, სამუშაოს სპეციფიკა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ დასაქმებულმა ამოცანები დისტანციურად შეასრულოს.
qubit labs -მა ერთგვარი კვლევა ჩაატარა. მან შეაჯერა PayScale, Upwork, Indeed, Glassdoor და StackOverflow -ის ინფორმაცია და შეადგინა საშუალო ხელფასის ეკვივალენტი სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით.
SalaryExpert-ისა და Payscale-ის მონაცემებით, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერს საშუალო ხელფასი შეერთებულ შტატებში არის წლიური 120 000 დოლარი - საშუალოდ 65 დოლარი საათში.
აღმოსავლეთ ევროპაში, IT სექტორის წარმომადგენლის საშუალო ხელფასი წელიწადში 48 000 დოლარიდან - 54 500 დოლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, აქ ხელფასები 52 800-იდან 115 000 დოლარამდე მერყეობს წლიურად.
წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს წლიურად ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ - 2024 წლის მონაცემები.
აშშ – საშუალოდ 120 000 დოლარი წელიწადში
ავსტრალია – საშუალოდ 100 000 დოლარი წელიწადში
შვეიცარია – საშუალოდ 95 000 დოლარი წელიწადში
ისრაელი – საშუალოდ 80 000 დოლარი წელიწადში
დანია – საშუალოდ 75 000 დოლარი წელიწადში
ნორვეგია – საშუალოდ 75 000 დოლარი წელიწადში
გაერთიანებული სამეფო - საშუალოდ 70 000 დოლარი წელიწადში
შვედეთი – საშუალოდ 69 000 დოლარი წელიწადში
ნიდერლანდები - საშუალოდ 65 000 დოლარი წელიწადში
ფინეთი - საშუალოდ 61 000 დოლარი წელიწადში
წყარო: qubit labs